საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ბარაკ ობამამ გუგლ+-ის ჩატის მეშვეობით ამერიკელებს ესაუბრა, ხოლო იუთუბზე მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან დასმულ შეკითხვების ნაწილს უპასუხა.

იუთუბსა და გუგლ+-ში გამოცხადებულ ინტერაქტიულ შეხვედრას მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს. შეკითხვების რაოდენობამ 135 000-ს გადააჭარბა.

პირდაპირი ჩართვით ობამა 10 ამერიკელს გაესაუბრა.

ფაქტს, რომ ჩართვები რომ სპონტანურ და შემთხვევით ხასიათს ატარებდა, ისიც ადასტურებს, რომ ობამას ძალზედ მძიმე და უხერხულ კითხვებზე მოუწია პასუხების გაცემა. მათ შორის, ამერიკაში დაპატიმრებულ ინგლისელ მოქალაქესთან და ვოლ სტრიტის საპროტესტო გამოსვლების მონაწილესთან.

ობამას ინტერაქტიური დიალოგი გუგლ+-ის მომხმარებელთან 45 წუთი გაგრძელდა.