ერთი კვირის წინ კიამ გაავრცელა სუპერბოულის რეკლამის თიზერი, რომელიც სულ 15 წამის განმავლობაში გრძელდებოდა.

რეკლამაში ადრიანა ლიმა სპორტული ავტომობილების შეჯიბრების დროშას იქნევდა.

დღეს კიამ თიზერების რეკორდი მოხსნა და სუპერ სლო მოშენის ეფექტით გაკეთებული 5 საათიანი თიზერი გაავრცელა.

ასეთი რამ მეც არ მინახავს🙂.

თუმცა 20 წუთი მაინც გავუძელი.

რამდენს გაუძლებთ თქვენ?

თავად სუპერბოულზე გასავრცელებელი რეკლამა ასე გამოიყურება .