შპს “აქვა გეო” (წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა, სოფ. ნატახტარი) აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის განხრით;
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

თანამდებობრივი მოვალეობები:

 

** პრეზენტაციებისა და პროექტების მომზადება;
** ბაზრის კვლევის წარმოება; არსებული და მომავალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების ბაზრის ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივების შესწავლა;
** კონკურენტების შესახებ ყველა ინფორმაციის გაანალიზება;
** კომპანიის და თითოეული პროდუქტის სარეკლამო სტრატეგიის შექმნა;
** მარკეტინგული აქტივობების წარმართვა;
** საფასო პოლიტიკის განვითარება;
** სარეკლამო სააგენტოებთან და კვლევით ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
** ახალი პროდუქტების და ბრენდების შექმნაზე მუშაობა;
** გაყიდვების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა გაყიდვების გეგმების, ახალი ბაზრების მოძიებისა და საფასო პოლიტიკის წარმართვის დროს;
** ზემოთჩამოთვლილი საქმიანობის განხორციელება, ასევე საზღვარგარეთის ბაზრებისათვის.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV და ფოტოსურათი ელექტრონულ ფოსტაზე: hr@aquageo.ge არა უგვიანეს 2012 წლის 20 თებერვლისა. გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.