მადონამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კვლავ გაახარა თავისი თაყვანისმცემლები და ახალი სიმღერა შეთავაზა.

სიმღერის პრემიერა 5 თებერვალს შედგება. ამერიკული ფეხბურთის საფინალო მატჩის დღეს.

ეს მხოლოდ დამთხვევა არ რის – მადონას კლიპში ამერიკული ფეხბურთის სპორტული ტანსაცმელია გამოყენებული.

ახალ ჰიტში მადონასთან ერთად M.I.A. და Nicki Minaj მონაწილეობენ.

რომ არ არსებობდეს ვიკიპედია და მადონას არაერთი ბიოგრაფი, მხოლოდ ვიდეოს ნახვით გაგვიჭირდებოდა მისი ასაკის გამოცნობა.

ვიდეოკლიპი ჯერჯერობით მადონას იუთუბის ოფიციალურ საიტზეა.