პოლონელმა პოპ მომღერალმა ნატალია ლეშმა კომპანია ,,ბრავო რექორდსში’’ ახალი სიმღერა ჩაწერა.

სიმღერა ბათუმს ეძღვნება და 60-იანი წლებში ჯგუფ ,,ფილიპინკის’’ მიერ ბათუმზე შესრულებული სიმღერის ახალებური ვარიანტია.

ნატალიას ახალ სიმღერაზე რეჟისორი ზაზა ორაშვილი ვიდეო კლიპს იღებს.

პოლონელი პოპ-სტარი 12-თებერვალს საქართველოს ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს Breakfast TV-ის გადაცემაში, რომელიც ქართულ ტრადიციებს, ღვინოსა და სამთო-სათხილამურო ტურიზმს შეეხება.

ნატალია ლეშ საქართველოს პოლონეთში გაუწევს პოპულარიზაციას. ინტერვიუდან, რომელიც მან პოპულარულ სატელევიზიო არხს მიცა, ირკვევა, რომ კამპანია კომპლექსური იქნება და გარდა სატელევიზიოსი, მოიცავს გარე რეკლამას, ინტერნეტ გამოცემებს დაშ.

ინტერვიუში ნატალია აცხადებს, რომ საქართველოს პრომოუშენში მონაწილეობა პირადად საქართველოს პრეზიდენტმა თხოვა.

ვფიქრობ, საინტერესო კამპანიის მომსწრე გავხდებით.

მთავარია, რომ რეკლამა და პრომოუშენი უფრო თარგეტირებული იქნება ტურისტების მოწვევისთვის.