მათთვის, ვისაც არ აქვს დრო მისამძიმრებისთვის, ლოს-ანჯელესის დამკრძალავ ბიუროში ახალი სერვისი გაჩნდა. მსურველებს გარდაცვლილისთვის უკანასკნელი პატივის მიგება, მანქანიდან გადმოუსვლელად შეუძლიათ.

სპეციალურად გაკეთებულ გვირაბში, სადაც სამანქანო გზაა დაგებული, გარდაცვლილი ადამიანია დასვენებული. მას გარედან შუშა იცავს. მისამძიმრების მსურველი ამ ადგილამდე მანქანით მივა, გვირაბს გაივლის, დაყოვნდება, გარდაცვლილს უკანასკნელ პატივს მიაგებს და გზას გააგრძელებს.

 

პირველი, რომელიც ასეთ “დედ-დრაივში” მოხვდა, გარდაცვლილი რობერტ სანდერსი იყო. მისი ახლობლების თქმით, საკმაოდ კომფორტული იყო მასთან ასე გამომშვიდობება.

დამკრძალავი ბიუროს მენეჯერის, დენის ნოვლეს-ბრეგის თქმით, ამ არაორდინალურმა მომსახურებამ სერიოზული კონკურენცია უნდა გაუწიოს ტრადიციულ პანაშვიდებს.

ამას ვიდეოშიც მშვენივრად ამბობს.🙂

მომზადებულია dailymail.co.uk-ის და პრესაჯი.ტვ -ის მიხედვით.