“პროკრედიტ ბანკი” აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე.

პროკრედიტ ჯგუფი მსოფლიოს სამ კონტინენტზე მოქმედ 21 ფინანსურ ინსტიტუტს მოიცავს, რომლებიც განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს პასუხისმგებლიან საბანკო მომსახურებას უწევს. ვცდილობთ, ამ სამიზნე ჯგუფებისთვის “უნივერსალური ტიპის პარტნიორი ბანკი” ვიყოთ, რაც მათთვის კომპლექსური და გამჭვირვალე ფინანსური მომსახურების შეთავაზებას გულისხმობს. ამ ბიზნესების ზრდა ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს. ამასთან ერთად, ვცდილობთ, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ბანკების მახლობლად ცხოვრობენ და საქმიანობენ, პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე საბანკო მომსახურება გავუწიოთ და მათ შორის დაზოგვის კულტურა დავამკვიდროთ. საქართველოში პროკრედიტ ბანკმა ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 61 ფილიალითაა წარმოდგენილი.

ამჟამად პროკრედიტ ბანკი აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ვაკანსიას.

ფუნქციები და მოვალეობები:

** ბანკის მარკეტინგული სტრატეგიის გათვალისწინებით, PR საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** PR კამპანიების/ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და მონიტორინგი;
** მარკეტინგის ბიუჯეტის ფარგლებში PR-ის ბიუჯეტის დაგეგვმა და ხარჯების კონტროლი;
** პრესკონფერენციების, ინტერვიუების და პრეზენტაციების ორგანიზება;
** მასმედიასთან ურთიერთობა (ტელევიზია, რადიო, პრესა) და ბანკში მიმდინარე მოვლენების გაშუქების უზრუნველყოფა (მათ შორის, მასმედიის ინიცირებულ კითხვებზე კომენტარის მომზადება მენეჯმენტთან ან/და შესაბამის განყოფილებებთან შეთანხმებით);
** პრეს-რელიზების/სტატიების/ინტერვიუების/განცხადებების ტექსტის მომზადება/რედაქტირება ქართულ და ინგლისურ ენაზე, მენეჯმენტთან შეთანხმება და გავრცელება;
** ინგლისურად/გერმანულად გამოსაქვეყნებელი მასალის კოორდინირება პროკრედიტ ჰოლდინგთან;
** ვებ გვერდის ადმინისტრირება (განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება, განახლება და რედაქტირება);
** მოქალაქეებისგან ბანკში შემოსულ წერილებზე/კითხვებზე/შემოთავაზებაზე/თხოვნებზე დროული რეაგირება და შესაბამისი პასუხის მომზადება;
** მედიის ყოველდღიური მონიტორინგი; ბიზნეს-განყოფილებებისათვის/მენეჯმენტისთვის რელევანტური ინფორმაციის გაგზავნა;
** კონკურენტების პიარ მასალების მონიტორინგი;
** პროკრედიტ ბანკის PR ღონისძიებების ან/და ბანკთან დაკავშირებული ტელე/რადიო/ვებ/პრესის მასალების შეგროვება დაარქივება.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება PR-ის სფეროში (უპირატესობა მიენიჭება ბანკში მუშაობის გამოცდილებას)
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (ვერბალური და წერილობითი);
** საქმიანი მიმოწერის წესების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office, MS Word, MS Excel, PowerPoint; Internet) სრულყოფილი ცოდნა;
** უმაღლესი განათლება (საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში).

აუცილებელი პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** საუკეთესო წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, პრაქტიკულობა, ენერგიულობა;
** მოქნილობა, დიპლომატიურობა და სტრესულ სიტუაციასთან გამკლავების უნარი;
** კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ორგანიზატორული უნარ-ჩვევები და დროის მართვის კარგი უნარი;
** ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი კვალიფიკაცია აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ პროკრედიტ ბანკში მუშობა, მიმართეთ ჩვენს ვებ-გვერდს და შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა და დაწერეთ სამოტივაციო წერილი (http://online.procreditbank.ge:8080/recruitment/Pages/ApplicationForm.aspx). გაითვალისწინეთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებსაც განაცხადის ფორმა სრულყოფილად ექნებათ შევსებული. საბაზისო მათემატიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2012 წლის 25 თებერვალი

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდებზე:
http://www.procreditbank.ge/ | http://www.procredit-holding.com