კურსის დაწყების დღე: ორშაბათი, 20 თებერვალი, 2012; 19:00

კურსის დამთავრების დღე: პარასკევი, 9 მარტი, 2012 ; 22:00

კურსის ჩატარების ადგილი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, (GAU) ჭავჭავაძის 17ა

კურსის ხანგრძლივობა: 3 კვირა

ლექტორი: ალექსანდრე მარგიშვილი

კურსის მიზანი:
სალექციო კურსის “კრეატიული მარკეტინგი” მიზანია თბილისის პიარ სკოლის სტუდენტებს და მსმენელებს აუხსნას:
(ა) მარკეტინგის ზოგადი არსი;
(ბ) მარკეტინგის ფუნქცია ბიზნესში;
(გ) მარკეტინგის როლი სტრატეგიული და საოპერაციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
(დ) მარკეტინგის მნიშვნელობა ბიზნეს-გადაწყვეტილებების განხორციელების სხადასხვა ეტაპებზე;

კურსი შემუშავებულია მარკეტინგის უახლეს მეთოდებსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით.

სალექციო თემები:
1. მარკეტინგული სისტემის შექმნა
2. მარკეტინგის ინოვაციური მენეჯმენტი
3. ბაზრის შესწავლა – მეთოდები და ტექნიკა
4. 4P -მარკეტინგული მიქსი
5. მარკეტინგული სტრატეგია – კონკურენტული საბაზრო უპირატესობისთვის
6. პრომოციის ხელოვნება
7. მარკეტერი ქმნის ღირებულებას
8. მარკეტინგული პრეზენტაცია
9. მარკეტინგული გეგმის შემუშავება

სწავლების ფორმა:
– ლექციები: 22 საათი;
– პრაქტიკული მეცადინეობა და პრეზენტაცია: 5 საათი;
– შეფასება: პრეზენტაციის მომზადება.

ლექციების ჩატარების დღე და საათი:
– ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი – 19:00 – 22:00

კურსის ღირებულება:
– 380 ლარი

კურსის გავლის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით http://www.prschool.ge/geo/applicationform.php

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა გაუ თბილისი პიარ სკოლის სერტიფიკატი.

საკონტაქტო პირი: თინათინ სამყურაშვილი
საკონტაქტო ტელეფონები: 2 55 01 99; 2 98 83 44; 5 55 65 67 05
ელექტრონული ფოსტა: tiko@gepra.ge; prschool.ge@gmail.com