ეს წელიწადი ნაკიანია, რაც ნიშნავს, რომ 29 თებერვალს, ე.წ. ზედმეტ დღეს,  გოგონებს შუძლიათ გამონაკლისი დაუშვან და თავად  სთხოვონ ხელი თავის საყვარელ მამაკაცს.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ასეთი შანსი მათ ოთხ წელიწადში ერთხელ ეძლევათ, მისი გამოტოვება დაუშვებელია.

ამჯერად, Renault და Yahoo!  ბრიტანელ გასათხოვარ გოგონებს აძლევს შანს, არამხოლოდ შეიცვალონ საკუთარი სოციალური სტატუსი, არამედ მიიღონ საჩუქრად ახალი ავტომობილი.

როგორ უნდა მოიქვნენ გოგონები?

კონკურსის ვებ-გვერდზე მიიღება ყველაზე უჩვეულო იდეები თემაზე: დაქორწინდი საკუთარ თავზე.

ყველაზე უჩვეულო იდეის წარმომდგენი გახდება გამარჯვებული.

გამარჯვებული მიიღებს შესაძლებლობას თავის რჩეულს გაუკეთოს დაქორწინების შეთავაზება კამერების თანდასწრებით და გახდეს ახალი მანქანის მფლობელი Renault Twingo Dynamique (10 000 ევროს ღირებულების).

Renault და Yahoo! წაყვებიან გამარჯვებულს წაყვებიან ლონდონში, სადაც მოხდება  შეთავაზება ქორწინებაზე, წყვილს გადაიღებენ კამერით და ეს დოკუმენტური მასალები განთავსდება Yahoo!-ს მთავარ გვერდზე.

ასეთი ბედნიერება უნდა გაუზიარო მთელს ქვეყანას!!!

ლონდონში გამგზავრების, სასტუმროში განთავსების და რომანტიკული ვახშმის ხარჯებს კონკურსის ორგანიზატორები გაიღებენ.

კონკურსის მონაწილეებმა თავისი იდეები 20 თებერვლამდე უნდა განათავსონ კონკურსის გვერდზე.

Renault არ ტოვებს ”თამაშს გარეთ” არც იმ ქალბატონებს, ვინც უკვე ქორწინებაშია.

24 თებერვლამდე, მათ შესაძლებლობა აქვთ,  ქორწინების ექსტრავაგანტული შეთავაზების საკუთარი  ვარიანტები წარადგინონ და, ასევე, მოიგონ  Renault Twingo Dynamique.