თითქმის ერთი წელია, რაც ვიდეო პორტალ youtube.com-ის მრავალმილიონიან მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი მსოფლიო მაშტაბის მოვლენებს, აბსოლუტურად უფასოდ. მათ შორის ყველაზე გამორჩეულია პრინც ვილიამის და ქეით მიდლტონის საქორწინო ცერემოლიანის,  ტრანსლირება.

თუმცა, ინტერნეტ მომხმარებელს ახალი სიურპრიზი ელის. 16-დან 21 თებერვლის ჩათვლით, ბრაზილიაში იმართება ცნბოლი ქუჩის კარნავალი, ცეცხლოვანი მუსიკით და ცეკვებით. youtube-ის მომხმარებელს, კარნავალის ოფიციალურ არხზე http://www.youtube.com/user/carnaval?feature=watch, შეუძლია სახლიდან გაუსვლელად ჩაერთოს ამ გრანდიოზულ დღესასწაულში.

ამას გარდა, google+ და Orkut-ის მომხმარებელს აქვთ შესაძლებლობა კითხვები დაუსვან კარნავალში მონაწილე მუსიკალურ ჯგუფებს.