ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შეეცადა Lexus, რომელიც თავის ახალ სპორტულ ავტომობილს 2013 GS-ს აპრომოუშენებს.

ავტომობილის რეკლამა სუპერბოულის ფინალშიც გავიდა.

Lexus კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს iOS-აპლიკაციას Supermodeled თავაზობს, რომელიც ერთი თითის დაჭერით თქვენ ფოტოგრაფიებს განათავსებს საცურაო კოსტუმში გამოწყობილი მოდელის სახის მაგივრად.

სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ავტომობილის კლიპი ვრცელდება პლანშეტებზე iPad, Samsung Galaxy, Xoom და Nook.

თუმცა, კამპანიის ყველაზე საინტერესო ნაწილი სპეციალური ტრეკის შექმნაა, რომელიც მწოლიარე სუპერმოდელ ტორი პრეივერის კონტურის იდენტური და გიგანტური ნაირსახეობაა.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ ტრეკზე ლექსუსის ავტომობილით გაიაროს და თავად შეამოწმოს საკუთარი შესაძლებლობები და შეეჯიბროს გამოცდილ სპორტსმენებს.

იხილეთ კლიპი და მოემზადეთ ტორისთვის შემოსავლელად🙂.