ამერიკაში პრეზერვატივების ეროვნული თვე დასასრულს უახლოვდება და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მწარმოებლები სოციალური კამპანიებით ეჯიბრებიან ერთმანეთს.

Trojan Brand Condoms –პრეზერვატივების ბრენდია, რომელიც 90 წელზე მეტია ზრუნავს ამერიკელების სექსუალურ ჯანმრთელობაზე.

 

კომპანიამ შექმნა სპეციალური მინი ფილმი, სადაც დეტალურად არის აღწერილი Trojan-ის პრეზერვატივების შექმნისა და ტესტირების პროცესი.

ამ ვიდეოს პარალელურად კომპანიამ გაავრცელა ანიმაციური ფილმი, სადაც პრეზერვატივის გამოყენების წესებია აღწერილი.

კამპანიის საჭიროება არსებული სტატისტიკრი მონაცემებით იყო განპირობებული: ყოველწლიურად აშშ-ში 19 მილიონზე მეტი ადამიანი რეგისტრირდება გადამდები სქესობრივი დაავადებებით.

მათ შორის 10 მილიონზე მეტი 15-დან 24 წლამდეა.