იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს 2011 წლის ყველაზე წარმატებული და ნოვატორული პროექტია, რომელსაც ანალოგი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ აქვს. იუსტიციის სახლი წარმოადგენს სახელმწიფო სერვისების ერთობლიობას, სადაც ერთ სივრცეში ერთიანდება 250-ზე მეტი სერვისი. აქ კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში მომხმარებელი სწრაფად და მარტივად იღებს მისთვის სასურველ მომსახურებას. იუსტიციის სახლი მთლიანად ცვლის და სულ სხვა დონეზე აჰყავს აქამდე არსებული მომსახურების კულტურა. ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით გახსნილია და წარმატებით ფუნქციონირებს იუსტიციის 4 სახლი (ბათუმის, რუსთავის, მესტიის, ქუთაისის).

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას;
** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ბონუს სისტემას;
** სამედიცინო დაზღვევას.

პოზიცია: იუსტიციის სახლის უკუკავშირის არხებისა და ინოვაციების მართვის მენეჯერი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტებთან, პარტნიორებთან, კადრებთან უკუკავშირის ეფექტიანი, ინოვაციური არხების მუდმივი განვითარება, დახვეწა;
** კლიენტებში, პარტნიორებში, კადრებში კმაყოფილების კვლევების, გამოკითხვების ორგანიზება;
** მიღებული ინფორმაციიდან პრობლემების, შესაძლებლობების იდენტიფიკაცია;
** მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წინადადებების მომზადება განსახორციელებელ ცვლილებებზე;
** მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ორგანიზება და ყურადღების მიქცევა მათ მიმდინარეობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის, PR-ის, ადამიანური რესურსების მართვის ან მენეჯმენტის განხრით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** კვლევევის, გამოკითხვების ჩატარების გამოცდილება;
** ძლიერი კომუნიკაციის უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების ინიცირების უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ანალიზის, პრობლემის იდენტიფიკაციისა და გადაჭრის გზების მოფიქრების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ცვლილებებზე დროული, სათანადო რეაგირების უნარი.
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა
** Microsoft Office კომპიუტერული პროგრამების ძალიან კარგად ცოდნა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: http://www.hr.gov.ge 2012 წლის 11 მარტის ჩათვლით.