დიახ, ის უკვე სრულწლოვანია.

დიახ, მას უკვე 18 შეუსრულდა.

დიახ, მან კიდევ ერთი გინესის რეკორდი მოხსნა.

ისევ ფანების მეშვეობით, ისევ ინტერნეტში და ისევ ახალი მედიის გამოყენებით.

სულ რაღაც 7 საათის განმავლობაში მილოცვების რაოდენობით, რომელიც ტვიტერზე და ფეისბუქზე მიმდინარეობდა და სპეციალურად ამ რეკორდის დასაფიქსირებელ საიტზე ფიქსირდებოდა happybirthdayjustinbieber.com, 300 000-ზე ადამიანმა მიულოცა დაბადების დღე ჩვენს საყვარელ ვარსკვლავბიჭუნას.

გინესის წინა რეკორდი 209,771-ს შეადგენდა და შემდეგ ფრაზას ეკუთვნის Happy Birthday, kidrauhl!

ჯასტინმა ყველას აჯობა.

არადა, ჯერ მხოლოდ 18 წლისაა🙂.