ამა წლის სექტემბერში Food and Drug Administration-ის გადაწყვეტილებით ამერიკაში სიგარეტის მწარმოებლებს დაევალათ სიგარეტის კოლოფებზე ზემოთ მოყვანილი გამოსახულებების დატანა.

გადაწყვეტილებამ მწეველთა პროტესტი გამოიწვია და მათ სასამართლოში კოლექტიური სარჩელი შეიტანეს.

გუშინწინ სასამართლომ გადაწყვეტილება დაბლოკა.

განაჩენის დასაბუთებაში მოსამართლე აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის იმიჯების გამოყენნება ხელს არ შეუშლის ახალგაზრდობას დაიწყოს სიგარეტის მოწევა ან მწეველებს გაუჩინოს მოტივაცია სიგარეტს დაანებონ თავი.

მოსამართლემ აღნიშნა, რომ ამერიკის მთავრობას მართებს უფრო ექფექტიანი მეთოდებისა და ინსტრუმენტების შემუშავება თამბაქოს მოწევის საწინააღმდეგო კამპანიების განხორციელებისთვის.