სოციალური კამპანია, რომელიც 2012 წელს დაიწყო და სამხედრო დანაშაულში მხილებული ჯოზეფ კონის გამოაშკარავებას, მოძიებასა და პასუხისგებაში მიცემას ითვალისწინებს.

კამპანიის ავტორი და სულისჩამდგმელია ორგანიზაცია Invisible Children, რომელიც 2004 წელს შეიქმნა.

ჯოზეფ კონი №1 სამხედრო კრიმინალად საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ ცნო. მან უგანდის პარტიზანული გაერთიანების ხელმძღვანელად ყოფნის პერიოდში 60 ათასზე მეტი ბავშვის მიმართ სასტიკი მოპყრობით გამოიჩინა თავი. გარდა ამისა, კონი ათი ათასობით უგანდელის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

ფილმის მიზანია, ცნობადი გახადოს ჯოზეფ კონი მთელი მსოფლიოსთვის, რათა გაადვილდეს მისი დაპატიმრება და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა.