მაისურების, ე.წ. t-shirt-ების წარმოება-გაყიდვაში კონკურენცია მძაფრდება და ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომ აბსურდულ სიტუაციამდეც კი მივიდა.

ინდოეთში ერთ-ერთმა მწარმოებელმა კოკაინი დაირქვა და ვებ-გვერდიც შესაბამისი დასახელების აირჩია This is Cocaine.

ამით აბსურდის თეატრი არ მთავრდება: სელფ-პრომოუშენში, რომელიც სააგენტომ ერთი კვირის წინ წამოიწყო ე.წ. სელებრითების გამოყენებით, ნარკოტიკების მოხმარების ირიბი პროპაგანდა ჩანს.

პოსტერებზე ნარკოდამოკიდებული ვარსკვლავები ყავთ გამოყენებული, რომლებც ნარკოტიკების დიდი დოზით გამოყენების გამო გარდაიცვალნენ.

კომპანიის ვებ-საიტი კოკაინის მიღების წესებითა და გაფანტული პუდრით არის გაფორმებული.

იქვე კომპანიის მესვეურები 500 დოლარის მიღების წესებსაც გასწავლიან. წესები მარტივია: უნდა შეავსო სპეციალური ფორმა, მიაწოდო დიზაინი და თუ ამ დიზაინით ისინი მაისურების ბეჭდვას დაიწყებენ, შენ ანგარიშზე 500 დოლარს გადმორიცხავენ.

მოკლედ, რაღაც “პრიტონი” აქვთ და მაისურებზე გამოსახულების მბეჭდავ კომპანიად ინიღბებიან🙂