კვების პროდუქტების მწარმოებელი ლიდერი კომპანია ს.ს. “ნიკორა” ცამეტი წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს საკვები პროდუქტების ბაზარზე. ს.ს. “ნიკორა” არის მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, რომლის პრიორიტეტულ საკითხად ითვლება უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარება. კომპანიის მთავარი ამოცანაა შემდგომი განვითარება სოციალური პასუხისმგებლობის, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობისა და მომხმარებლისადმი ერთგულების საკითხში.

ს.ს. “ნიკორას” შვილობილი კომპანია – შპს “ინტრეიდი” აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა
** ბრენდ-მენეჯმენტი; ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის განსაზღვრა
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება
** სარეკლამო კომპანიების მოძიება ყველა სახის სარეკლამო მასალაზე
** ახალი ფასის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება, ფასების კონტროლი, მოლაპარაკებების წარმოება ფასების ცვლილებისას
** ძირითად კლიენტებთან ურთიერთობა
** მომწოდებლებთან ურთიერთობა
** დიზაინის შემუშავება
** გარე რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირებაში, მარკეტინგის განხრით)
** ენების ცოდნა: ინგლისური ენის ცოდნა თავისუფლად (წერითი და ზეპირი); რუსულის ცოდნა (სასურველია)
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციების უნარი
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@nikora.ge 2012 წლის 25 მარტამდე. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. ასევე, აუცილებელია მიუთითოთ თქვენთვის მისაღები მინიმალური ხელფასის ოდენობა (ლარებში).

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

I – რეზიუმეების გადარჩევა;
II – ტესტირება;
III – გასაუბრება.