საშა გრეი მსოფლიოში ცნობილი პორნოვარსკვლავია. თუ მის ვიკიპედიის გვერდს გადავხედავთ, პორნო ინდუსტრიაში არ არის დარჩენილი პრიზი თუ ჯილდო, რომლის მფლობელიც იგი არ არის.

2011 წელს CNBC-იმ საშა აღიარა როგორც მსოფლიოს საუკეთესო პორნოვარსკვლავი.

საშამ მომღერლისა და მოდელის კარიერაც ცადა და გარკვეული წარმატებებიც ქონდა.  ის პლეიბოის საყვარელი მოდელი იყო და რამდენჯერმე ჟურნალის საერთაშორისო გამოცემის გარეკანზეც მოხვდა.

მონაწილეობდა  HBO-ს შოუ Entouragში და ემინემის კლიპში და 2011 წელს მსოფლიოს პორნო ლეგენდის სტატუსიც დაიმსახურა.

მისი თავბრუსდამხვევი პოპულარობა 23 წლის გოგონასთვის საბოლოოდ დამღუპველი არ აღმოჩნდა…

საშა გრეი  მასწვლებელი გახდა. 2011 წლის გაზაფხულიდან საშა აქტიურად ჩაერთო კამპანიაში  “Read Across America”, რომლის მიზანიცაა, ამერიკელ ბავშვებს წიგნთან ურთიერთობა შეაყვაროს და წიგნის კითხვა ასწავლოს. კამპანიაში მთელი ამერიკის მასშტაბით ცნობილი სახეები, ე.წ. სელებრითები მონაწილეობენ.

(კამპანიის აქტიური მხარდამჭერები არაინ ბარაკ და მიშელ ობამები, რომლებიც ხშირად სტუმრობენ უმცროსკლასელებს და უკითხავენ მათ ზღაპრებს და საინტერესო საბავშვო ლიტერატურას).

საშა გრეი 2011 წლის ნოემბერში ესტუმრა ლოს-ანჯელესის ემერსონის დაწყებით სკოლას და 1-3 კლასელებს სამსახიობო ოსტატობის გამოყენებით წაუკითხა ცნობილი ამერიკელი საბავშვო მწერლების ნაწარმოებები. ბავშვებს თურმე თავად აარჩევინა, რომელი წიგნის წაკითხვა სურდათ.

ამის თაობაზე საშამ რამდენიმე პოსტი გაავრცელა ტვიტერზე და ფეისბუქზეც.

ამბობენ ამ ფაქტით გადარეულმა მშობლებმა ემერსონის დაწყებითი სკოლიდან ბავშვების სხვა სკოლებში გადაყვანა მოითხოვესო, თუმცა ლოს-ანჯელესის განათლების დეპარტამენტმა არ დაადასტურა საშას სკოლაში ვიზიტიო და მშობლებიც დაწყნარებულან.

ზევით მოცემული სურათიც მონტაჟს დააბრალეს.🙂

ისე, რომელიმე მშობელს თუ ის პორნოფილმები აქვს ნანახი, რომელშიც საშა მონაწილეობს, მაინცდამაინც არ მოეწონებოდა საშას ახსნილი გაკვეთილი🙂

ახლახან, საშამ მორიგი სკანდალური განცხადება გაავრცელა და ამერიკასა და ევროპაში პოპულარული თანასწორი გადახდის დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში მონაწილეობა მიიღო.

კამპანიის მიზანია, აღმოფხვრას ის უთანასწორობა, რომელიც ქალისა და მამაკაცის შრომის ანაზღაურებას შორის არსებობს.

კვლევების მიხედვით, ევროპაში სხვაობა 17%-ს, ხოლო ამერიკაში 22%-ს შეადგენს. აფრიკის ქვეყნებში სხვაობა 65-75%-მდეც კი აღწევს.

საშა გრეი მისთვის დამხასაითებელი სითამამით აცხადებს, რომ

დისბალანსი ქალისა და მამაკაცის ანაზღაურებას შორის მხოლოდ პორნო ინდუსტრიაში არ არის!

2012 წელს თანასწორი გადახდის დღედ 17 აპრილია დასახელებული.