2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების სპონსორი და ავტომობილების მწარმოებელი კომპანია BMW  განაგრძობს საზოგადოების გაოცებას. ცოტა ხნის წინ BMW-ს წარმომადგენლებმა თავიანთი უპრეცენდენტო პროექტი წარუდგინეს საზოგადოებას.

BMW   800 კვადრატული მეტრის მცურავი შოურუმის აშენებას აპირებს, შოურუმში კომპანიის მიერ წარმოებული ავტომობილები იქნება წარმოდგენილი, ასევე ის ოლიმპიადაზე მონაწილე სპორტსმენების და ოფიციალური პირების გადასაადგილებლად იქნება გამოყენებული. შოურუმი ღია იქნება ვიზიტორებისათვის და BMW-ს წარმომადგენლების თქმით ყოველდღიურად საშუალოდ 8000 ვიზიტორი ეწვევა ამ უჩვეულო კონსტრუქციას.

აკო ახალია