თანამედროვე ეპოქაში ძილის, უფრო სწორედ უძილობის პრობლემა ძალიან აქტუალურია ყველგან და ყველასთან, საზოგადოების დასაქმებულ თუ სოციალურად აქტიური ნაწილისთვის. როგორც ცნობილია, არასრულფასოვანი ძილი პირდაპირ აისახება ადამიანის განწყობაზე, შრომისუნარიანობაზე და ზოგადად ჯანმრთელობაზე.

„Sleep Clock” აიფონის ახალი აპლიკაციაა, რომელიც თავისი უნიკალური ფუნქციონალური მხარით ადამიანის „ჯანსაღი ძილის“ მთავარი დარაჯია. მოწყობილობა მთელი ღამის განმავლობაში „აკვირდება“ ადამიანს და შემდეგი პარამეტრების მიხედვით, როგორიცაა: ჩაძინების დრო, სუნთქვის სიხშირე, „სწრაფი ძილის“ და „ნელი ძილის“ ფაზები, ძილისას მოძრაობის სიხშირე, მოულოდნელი გამოღვიძება და ა.შ. ადგენს ადამიანის ძილის ოპტიმალურ ხანგრძლივობას. მარტივად რომ ვთქვათ, იმის მიხედვით თუ როგორი ღამე გქონდა, მაღვიძარა თავად  წყვეტს თუ  რა დროის ძილი გეყოფა და როდის უნდა გაიღვიძო  :)

ყველაზე ფასეული ის არის, რომ ძილის ჩვევებზე დაკვირვების შედეგად, სუპერ მაღვიძარა იძლევა პრაქტიკულ რეკომენდაციებს ძილის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით🙂

„Sleep Clock” აპლიკაცია უფასოა. მოწყობილობის ფასი კი 199 $-ით განისაზღრება. პროდუქტი ბაზარზე სულ მალე გამოჩნდება.

გიორგი ალავერდაშვილი