უკრაინამ კოლოფების თაობაზე ავსტრალიური სიგარეტის ფირმას  უჩივლა მან საჩივარით მიმართა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, შეეცვალათ ახალი კანონი ავსტრალიაში სიგარეტის კოლოფების გაფორმების წესების შესახებ.

უკრაინის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს კანონი არღვევს ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებს.

საჩივარი შეტანილ იქნა ჯერ კიდევ 2011 წლის 11 ნოემბერს, მაგრამ მის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. 13 მარტს, უკრაინის მთავრობამ  ავსტრალიას გაუგზავნა სპეციალური მოთხოვნა ორმხრივი კონსულტაციების დაწყების თაობაზე.

2011 წლის 11 ნოემბერს, ავსტრალიამ მიიღო კანონი სიგარეტის კოლოფების ერთნაირი, მსგავსი გაფორმების შესახებ. კანონი ძალაში შევიდა 2012 წლის 1 იანვარს. ყველანაირი სიგარეტის კოლოფის შეფუთვა გამოემშვიდობა ბრენდინგის ელემენტებს და მათი გაფორმება დაიწყო მომწვანე ფერში.

სიგარეტის კოლოფზე მათი დასახელებები იწერებოდა ერთიდაიგივე, მსგავსი  შრიფტით. კოლოფის 75%-ზე  წინა მხარეს და უკანა მხარის 90%-ზე იყო დატანილი ინფორმაცია მოწევის მავნებლობის შესახებ და მავნე ჩვევის შედეგად  გამოწვეული დაავადებების ამსახველი ფოტოსურათები. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პროგრამის ფარგლებში ეს კანონი მიღებული იქნა მსოფლიოში სიგარეტის მოხმარების  შემცირების ზომების გასატარებლად.

ავსტრალიურმა ინიციატივამ პროვოცირება გაუკეთა მთელ რიგ სასამართლო პროცესებს თამბაქოს მწარმოებელი კომპანიებისგან. სიგარეტის კოლოფების ერთფეროვნების შესახებ კანონი არასამართლიანად მიიჩნიეს თამბაქოს მწარმოებელმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორიცაა British American Tobacco, Imperial Tobacco და Philipp Morris-მა. თუმცა, მიუხედავად დიდი უკმაყოფილებისა, ვერცერთმა მათგანმა შეძლო კანონის გაუქმება.

ბრიტანელმა აქტივისტებმა მოუწოდეს საკუთარ მთავრობას, მათაც შემოეღოთ ანალოგიური კანონი. ბრიტანეთი გეგმავს 2012 წელში განიხილოს ეს კანონი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკრაინას ექსპორტით არ გააქვს თამბაქოს ნაწარმი ავსტრალიაში, რის გამოც მსგავსი კანონის მიღება არანაირ  გავლენას ახდენს უკრაინის ეკონომიკაზე.  რაში დასჭირდა  უკრაინის მთავრობას, ძალისხმევა გამოეჩინა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან ამ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით, დღემდე გაურკვეველი რჩება.

„British American Tobacco უკრაინა“-ს  მენეჯერმა კომუნიკაციების საკითხებში, ელენა ტიშენკო-ტიშკოვეცმა გაზეთ “Коммерсантъ Украина”-ს  განუცხადა, რომ ქვეყნის სამომავლო საექსპორტო პერსპექტივის ფარგლებში ეს საკითხი უკვე განიხილეს ასოციაციასთან  Ukrtyutyun”, რომელიც უკრაინის თამბაქოს მწარმოებლებს აერთიანებს.

წყარო: advertology.ru

ქეთევან გალუმაშვილი