თავისი  პირველი ღერი სამი წლის არდი რიზალმა  საკუთარი მამისგან გასინჯა, როდესაც ის 18 თვის იყო. ახლა, ის  დღეში 2 კოლოფს (40 ღერი) ეწევა. თუ წინააღმდეგობას უწევენ, არდი ისტერიკაში ვარდება.

არდის დედა საგონებელშია ჩავარდნილი. განიცდის, არ იცის, რა უშველოს თავის პატარას: „ის მთლიანად სიგარეტზეა დამოკიდებული. თუ არ ვუშვებ, რომ მოწიოს, მაშინვე იწყებს გაბრაზებას და კედელზე თავის მინარცხებას“… რიზალის ოჯახის პრობლემას შეუერთდა ადგილობრივი ხელისუფლება. ისინი შეპირდნენ პატარას, რომ უყიდიდნენ ნამდვილ ავტომობილს, თუ მოწევას დაანებებდა თავს. თუმცა არდი ამის შესახებ არც კი ფიქრობს.  ადგილობრივ მოსახლეობას, ჩანს, ნაკლებად აღელვებს,  თუ რა სჭირს პატარას. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მისი აზრით, ბავშვი სრულიად ჯანმრთელად და ბედნიერადაც კი  გამოიყურება.

უცნაურია და, პატარა ინდონეზიელის მშობლების თქმით, ის ეწევა  გარკვეული ბრენდის სიგარეტს, რომელიც მხოლოდ ინდონეზიაში იწარმოება…

ქეთი გალუმაშვილი