ძალიან რთულია წარმოვიდგინოთ თანამედროვე, 21-ე საუკუნის ადამიანი, რომელიც არ იქნება მინიმუმ 1 სოციალური ქსელის მომხმარებელი. აქ შეგიძლია შევხვდეთ ნებისმიერი სქესის, ეროვნების, მენტალობის, კულტურის და სოციალური სტატუსის ადამიანს.

შესაბამისად, კომპანიები, ვისთვისაც პრიორიტეტულია მომხმარებელთან მუდმივი ურთიერთობა და ცდილობენ არ ჩამორჩენ თანამედროვე საკომუნიკაციო არხების განვითარების ტემპს, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სოციალური ქსელების გამოყენებას საკუთარი ბრენდების პრომოუშენისთვის.

მით უმეტეს, რომ სოციალურ მედია მარკეტინგი, სხვადასხვა კვლევის შედეგების მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალეფექტიანი საკომუნიკაციო საშუალებაა დანახარჯი/შედეგის და სამიზნე ჯგუფების ჩართულობის თვალსაზრისით. ამის მაგალთად ქართული სარეკლამო ტენდენციებიც შეგვიძლია მივიჩნიოთ, როდესაც მსხვილი ბანკებიდან დაწყებული მცირე ბიზნესის წარმომადგენლებით დამთავრებული – ყველა ცდილობს ქონდეს ფეისბუქის ფეიჯი, იუთუბის ბრენდირებული არხი, ჰქონდეს საკუთარი ბლოგი და ა.შ.

და უფრო მეტიც, ცოტა ხანში, შეიძლება ფეისბუქიც კი მოძველებულ თემად ჩაითვალოს, რადგან google აქტიურად ცდილობს გადაიბიროს ფეისბუქის მომხმარებელი თავის სოციალურ ქსელში და მეორეს მხრივ, კომპანიებს უქმნის დაინტერესებს, google+ -ის, როგორც საკომუნიკაციო არხის გამოყენებისთვის.

გთავაზობთ მათ სარეკლამო ინფოგრაფიკს და ერთად განვიხილოთ, თუ რამდენად საინტერესოა მათი შეთავაზება ბიზნესისთვის.

გიორგი ალავერდაშვილი