თითქმის ერთი წელია, რაც ვიდეო პორტალ youtube.com-ის მრავალმილიონიან მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი მსოფლიო მაშტაბის მოვლენებს, აბსოლუტურად უფასოდ. მათ შორის ყველაზე გამორჩეული იყო პრინც ვილიამისა და ქეით მიდლტონის საქორწინო ცერემოლიანის ტრანსლირება.

თუმცა, ინტერნეტ მომხმარებლები ახალი სიურპრიზის მომსწრენი გახდნენ.   16-დან 21 თებერვლის ჩათვლით, ბრაზილიის ცნობილი ქუჩის კარნავალის თვალყურის დევნა, ცეცხლოვანი მუსიკითა და ცეკვებით,  youtube-ის მომხმარებელს, კარნავალის ოფიციალურ არხზე http://www.youtube.com/user/carnaval?feature=watch შეეძლო,  თანაც  ისინი სახლიდან გაუსვლელად ჩაერთნენ ამ გრანდიოზულ დღესასწაულში.

ამას გარდა, google+ და Orkut-ის მომხმარებელს  შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ კარნავალში მონაწილე მუსიკალურ ჯგუფებისთვის.

გიორგი ალავერდაშვილი