სამხრეთ კალიფორნიაში, სტარბაქსის ყავახანების ქსელი გეგმავს ლუდისა და ღვინის გაყიდვებს თავის დაწესებულებებში, სადაც ადრე მხოლოდ ყავას და წვენს წარმოადგენდნენ. მომავალში, ალკოჰოლური სასმელები ასევე გაიყიდება ატლანტის და ჩიკაგოს დაწესებულებებში, წერს  „Los Angeles Times“-ი.

ეს „Starbucks“-ის ქსელის პირველი დაწესებულები არაა,  რომელიც უკვე ყიდის ლუდს და ღვინოს. ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის ექსპერიმენტი დაიწყო 2010 წელს სიეტლიში, შემდგომში კიდევ ერთი კაფე გაიხსნა ალკოჰოლური სასმელებით პორტლენდში. ლუდი ამ დაწესებულებებში 5 დოლარად იყიდება , ხოლო ღვინის ფასები მერყეობს 7-დან 9 დოლარამდე.

სამხრეთ კალიფორნიის ‘Starbucks“-ის ყავახანებში, ასევე, გეგმავენ სამიზნე აუდიტორიის შეცვლას, მომხმარებელთა პატარა და დიდი ჯგუფების რაოდენობების გაზრდას.

„როდესაც ჩვენი მომხმარებლები სამსახურიდან სახლში ბრუნდებიან, ბევრი მათგანი ეძებს თბილ და მოსახერხებელ ადგილს განტვირთვისა და იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომელზეც ზრუნავენ“ – ამბობს კლარის ტერნერი, კომპანიის ამერიკული ფილიალის ვიცე-პრეზიდენტი.

გარდა ამისა, როგორც აღნიშნავს „Los Angeles Times“-ი, კომპანია გეგმავს, გააუმჯობესოს არსებული სასმელების ხარისხი. ამისათვის „Starbucks“-მა, 30 მილიონ დოლარად, ახლახანს შეიძინა წვენების მწარმოებელი კომპანია „Evolution Fresh Inc.“

ქეთი გალუმაშვილი