საიუველირო კომპანია კარტიემ  კომპანიის ისტორიაზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი    „Odyssey Cartier“ წარმოადგინა, რომლის მთავარი გმირია  ბრენდის სიმბოლო – პანტერა .

სარეკლამო რგოლში გამოყენებულია შთამბეჭდავი სპეცეფექტები. ასევე მნიშვნელოვანი  სიუჟეტური სვლები, რომელიც  კომპანიის არაჩვეულებრივ ისტორიაზე მოგვითხრობს. კარტიეს მესვეურების თქმით,  მათ  სურდათ გაეკეთებინათ ისეთი ფილმი , რომლის ჩვენებაც სტივენ სპილბერგისთვისაც კი არ მოერიდებოდათ.

ფილმის მისიაა წარმოადგინოს კომპანია ახლებურად  და მიიქციოს როგორც ძველი ასევე პოტენციური კლიენტების ყურადღება. რაც შეეხება კამპანიის მასშტაბებს, ის 800 ჩვენებით ბრიტანეთის კინოთეატრებსა და 12 ქვეყნის სატელევიზიო  ეთერს მოიცავს,  რომელთა შორისაა,  აშშ, იაპონია და სამხრეთ ამერიკა.

ფილმის სრულიად ნახვა, ინფორმაციის მიღება და ფილმის შექმნის დეტალები, შეგიძლიათ კომპანიის ფეისბუქის გვერდზე https://www.facebook.com/Cartier?sk=app_349560415077754 და სპეციალურად შექმნილ საიტზე  http://www.odyssee.ru.cartier.com/#/home  იხილოთ.