ცნობილი ფაქტია, რომ ქალის სექსუალური ბაგეები ყიდიან ტუჩის საცხს, ქალის თვალები ყიდიან ტუშს და ა.შ. ხოლო ქალის მკერდი გაგვაყიდინებს იმას, რასაც მოვისურვებთ. სწორედ ამ კონცეფციაზე დაფუძნებით, უკრაინულმა სარეკლამო კომპანია AmVitamin-მა შეიმუშავა საკმაოდ თამამი ვირუსული ინტერნეტ კამპანია არაორდინალური საჩუქრების ონლაინ მაღაზია shtukatulka.com.ua-სთვის.
სამიზნე აუდიტორიის სწორედ შერჩევის და მათი მასობრივი კონცენტრაციის ადგილის განსაზღვირს შემდეგ საკმაოდ მარტივად სამართავი და დაბალბიუჯეტიანი პროვოკაციული ვირუსული კამპანია დაიწყო, რამაც საბოლოო ჯამში, ინტერნეტ მაღაზია shtukatulka.com.ua -ის ვიზიტორთა რაოდენობა 6-ჯერ, შეკვეთების რაოდენობა – 15-ჯერ, ხოლო საშუალო ჩეკის მოცულობა 20%-ით გაზარდა.
ვიდეოში შეგიძლიათ გაეცნოთ კამპანიის დეტალებს:
გიორგი ალავერდაშვილი
დატოვე კომენტარი
Comments feed for this article