მერსედესმა F-Cell კონცეპტი შექმნა, რომელსაც საერთოდ არ აქვს გამონაბოლქვი და ამდენად “შეუმჩნეველია” გარემოსთვის, ამის გასარეკლამირებლად, მართლაც უჩინრად აქციეს და გერმანიაში ტურზეც გაუშვეს.

“მერსედესმა’’ ამ ინოვაციური გარე რეკლამით საწვავის უახლესი ტექნოლოგიები წარმოადგინა. რეკლამირებული სიახლის მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ მისი წყალობით, ავტომობილი მავნე გამონაბოლქვს აღარ გამოყოფს.

კომპანიის მარკეტოლოგების თქმით, Mercedes-ის ავტომობილები გარემოცვისთვის შეუმჩნეველი დარჩება. ამ უპირატესობის ნათლად დემონსტრირებისთვის, ავტომობილს კამერებთან დაკავშირებული LED-პანელები (Light-emitting diode) შემოავლეს. მსგავსი ტექნოლოგია გამოსახულების რეალურ დროში გადაცემას უზრუნველყოფდა. უჩინარი ავტომობილი გერმანიის ტერიტორიაზე მარტის დასაწყისში ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობდა.

მაია ტაკაშვილი