კუვეიტში მიმდინარე სროლაში აზიის მე-10 საერთაშორისო ტურნირში გამარჯვების შემდეგ, ყაზახი სპორტსმენის საპატივცემულოდ მისი ქვეყნის ეროვნული ჰიმნის სანაცვლოდ “ბორატში” საშა კოენის მიერ შესრულებული ჰიმნი დაუკრეს.

კუვეიტის ერთ-ერთი შეიხმა, რომელიც საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე იყო, უკვე მოუხადა ყაზახეთის დელეგაციას ბოდიში, ხოლო ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კუვეიტის ხელისუფლებას ფაქტის სასწრაფო გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მოთხოვა.

ბორატის ჰიმნის შესრულების შემდეგ ორგანიზატორებმა სწრაფადვე გამოასწორეს შეცდომა და ყაზახეთის ჰიმნიც შეასრულეს.

თუმცა, სკანდალი ამით არ დამთავრებულა – ტურნირზე სერბეთის ჰიმნის არაოფიციალური ვერსია შესრულდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროვნული ჰიმნები კუვეიტელმა ორგანიზატორებმა ინტერნეტიდან ჩამოქაჩეს.

ჰოდა ბორატის ჰიმნს სწორად ისეთი საკვანძო სიტყვები ჰქონია, როგორიც ყაზახეთის ეროვნულ ჰიმნს :))).

აქედან მორალი: ყველა ტურნირზე თითო ფლეშკა უნდა წაიღო, სადაც შენი ქვეყნის ეროვნული ჰიმნი იქნება ჩაწერილი.