ირლანდიელებმა  “ტიტანიკის” კატასტროფიდან 100 წლისთავი განსაკუთრებულად აღნიშნეს. მათ შორის,  Galway-Mayo-ს ინსტიტუტის სტუდენტებმა საკრუიზო ლაინერის პირველი კლასის მგზავრების მენიუს მიხედვით სადილი მოამზადეს. 11 კერძიანი სადილის ფასი 160 დოლარს აღწევდა.  პროექტის ავტორი იყო უნვიერსიტეტის ერთ–ერთი მასწავლებელი ნოელ ლოუნეინი. 

მომავალი მზარეულები, ოფიციანტები და მენეჯერები მასწავლებლების მეთვალყურეობის ქვეშ იმ კერძების და ატმოსფეროს აღდგენას შეეცადნენ, რომელიც ხომალდზე აისბერგის შეჯახებამდე რამდენიმე საათით ადრე სუფევდა.

უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებით, მათ “სადილი “ტიტანიკის” დაღუპვის 100 წლისთავს მიუძღვნეს, სურვილი გაუჩნდათ ეჩვენებინათ, რომ ჩაძირულ ხომალდზე მოგონებები ჯერ კიდევ ცოცხლობს.

11 კერძს შორის გამოირჩეოდა Oysters a la Russe (მოლუსკები), ხოლო პირველი კერძი, რომელიც მაგიდაზე მიიტანეს Consommé Olga (საქონლის წვნიანი) იყო.


მთავარ კერძად სტუმრებს ბატი კალვადოსის სოუსით, ცხვრის ხორცი პიტნის ჟელეთი და ფორესტერის საქონლის ხორცი მიუტანეს. გარნირად კარტოფილი და ბოსტნეული გამოიყენეს. ხოლო დესერტი – ლაინერის ფორმის ტორტი იყო.

გარდა ამისა, მსურველებს შეეძლოთ ატმის ჟელე, შოკოლადის ეკლერი, ვანილის ნაყინი და ხილის და ყველის ასორტი გაესინჯათ.

ცნობილია, რომ “ტიტანიკი” აისბერგს 1912 წლის 14 აპრილს შეეჯახა.