“გალფ-ოილ-ინტერნეიშენალის” ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში –“სან პეტროლიუმ ჯორჯია” აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება, წარდგენა, შესრულება;
** ბაზრის პერმანენტული კვლევის ჩატარებით არსებული მდგომარეობის შესწავლა და ტენდენციების პროგნოზირება;
** მარკეტინგული საქმიანობისათის დადგენილი ბიუჯეტის მართვა;
** კონკურენტების შეფასება და ანალიზი;
** საფასო და გასაღების პოლიტიკის შემუშავება, გაყიდვების სტიმულირება;
** სარეკლამო პოლიტიკის შემუშავება, ახალი სარეკლამო აქციების და მასტიმულირებელი პროგრამების განხორციელება;
** კომპანიის ბრენდის მართვა, იმიჯის წარმოჩენა, როგორც გარე, ასევე შიდა აუდიტორიის წინაშე;
** ბრენდის სასიცოცხლო მარკეტინგული ციკლის დაგეგმვა, მართვა და განხორციელება;
** არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება;
** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა და კრეატიული სამუშაოს – სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, სლოგანების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავება;
** კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდის სტრუქტურის და შინაარსის მართვა;
** სარეკლამო ღონისძიებების, საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედია გეგმის შემუშავება;
** კომპანიის სატელევიზიო, მედია რეკლამის და სხვა ტიპის აქტივობების ანალიზი, შედეგუნარიანობის კვლევა;
** მომხმარებლის ქცევის ანალიზი, მომსახურების ფორმების დახვეწა და სიახლის დანერგვა, მომხმარებლებში ლოიალურობის გაზრდა;
** კომპანიაში შემავალი ობიექტების ინფორმირება მარკეტინგული სიახლეებითა და საჭირო სარეკლამო აქსესუარებით უზრუნველყოფა;
** საპრეზენტაციო მასალების და წერილობითი ანგარიშების ჩაბარება/წარდგენა მენეჯმენტისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის სფეროში;
** ქართული და ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (წერა, საუბარი, ხარისხიანი ანგარიშების მომზადების უნარი)
** ნოვატორულობა და კრეატიულობა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გამოცდილება:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 6-7 -წლიანი გამოცდილება მინიმუმ 2 მსხვილ კომპანიაში;
** მომხარებლებთან ურთიერთობის გამოცდილება;

მოთხოვნილი პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოწესრიგებულობა და კონცენტრაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** ნოვატორულობა და კრეატიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე:
n.jibladze@gulf-ge.com და
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “მარკეტინგის მენეჯერი”. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2012 წლის 12 აპრილი.