იგივე ბედი ეწია ავტო-ბრენდ Acura-ს და მხატვრულ ფილმ Act of Valor-ის ოფიციალურ ვებ-გვერდებს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პრობლემების გამომწვევი მიზეზი არის არა ვირუსული ან ე.წ. DoS შემოტევა, არამედ ამერიკის ყველაზე მაშტაბური სპორტული მოვლენის, სუპერ ბოულის ფინალის „დამსახურებაა“.

აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური სპორტული მოვლენის დროს რეკლამის განთავსება სტადიონზე, და პირდაპირ ეთერში ტრანსლირებისას, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და ძვირადღირებულ საშუალებად. ამ დროს ხდება არა მხოლო დიდი აუდიტორიის მოცვა, არამედ გამოიკვეთება მიმდინარედ აქტუალური ყველა სარეკლამო ტრენდი.  

ვებ-ოპტიმიზირების კომპანია Yottaa-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მატჩისას სატელევიზიო რეკლამის გასვლიდან რამდენიმე საათის განმავლობაში გაითიშა კოკა-კოლას ოფიციალური ვებ-გვერდი. ასევე გაითიშა Acura-ს ინტერნეტ რესურსი, რომელმაც მხოლოდ რეკლამის განთავსებაში 3,5მლნ დოლარი დახარჯა, აღარაფერი რომ ითქვას 30 წამიანი სატელევიზიო რეკლამის დამზადებაზე. Yottaa-ს ანალიტიკოსის შეფასებით, აღნიშნულმა სიტუაციამ საშინელი ჩთაბეჭდილება მოახდინა ვიზიტორებზე, ვინაიდან მათ ვერ შესძლეს სასურველი ინფორმაციის მიღება ახალი ავტომობილის შესახებ. ამის საპირისპიროდ, ავტოკონცერნი KIA მომზადებული შეხვდა ყველა შესაძლო ტექნიკურ სირთულეს.

Google-ის შეფასებით, სუპერ ბოულის სარეკლამო კლიპების ინტერნეტ ძიება გაიზარდა 122-ჯერ წინა კვირის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. საინტერესოა, რომ მატჩის მსვლელობისას ძიების 41% განხორციელდა მობილური მოწყობილობებიდან. 

coca-cola superbowl ad 2011:

გიორგი ალავერდაშვილი