რუსეთში, ეკატერინბურგის ცენტრალურ პარკში, ცნობილი მულტიპლიკაციური ფილმის გმირს, ”ჩებურაშკას” ძეგლს დაუდგამენ. სწორედ, ამ ტერიტორიაზე განთავსდება საბჭოთა კავშირის დროინდელი თამაშებისა და მულტიპლიკაციური გმირების სხვა გიგანტური სკულპტურებიც.

ერთ-ერთი თამაში ”ლაბირინთი” იქნება. სკვერში განთავსდება ლაბირინთიანი მაგიდები, რომლებშიც მსურველებმა ბურთი უნდა ჩააგდონ და გასასვლელი მოძებნონ.

რაც შეეხება ჩებურაშკას, ის ბაღის შესასვლელს დაამშვენებს. დიდყურა გაურკვეველი ცხოველი მეგობრობის სიმბოლოდ იქცევა.

ჩებურაშკა მარტო ალბათ დიდხანს ვერ გაძლებს და ის თავის მეგობარ გენასაც მოიხმობს… ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ… ვამტკიცებ რომ  „ჩებურაშკა ყველაზე მაგარი ადამიანია“.

ახლა კი ერთად ვიმღეროთ …

…Я был когда-то странной игрушкой безымянной
К которой в магазине никто не подойдет…

მაია ტაკაშვილი