American Express–მა სერიული ვიდეო–რგოლები შექმნა, რომელიც სოციალური პლატფორმის შექმნისა და მართვის უპირატესობებს განიხილავს. ამ ვიდეობში თქვენ მოისმენთ პასუხებს შეკითხვებზე, თუ რატომ უნდა ჰქონდეს კომპანიას გვერდი ფეისბუქზე, რას ნიშნავს სოციალური მედიის პლატფორმის შექმნა და საერთოდ, როგორ გავიგოთ, თუ რა სურს მომხმარებელს და როგორ ვიზრუნოთ დადებითი ცნობადობის შექმნაზე.

აღსანიშნავია, კამპანია “Go Social” მცირე ბიზნესის განვითარებისა და გაზრდის ხელშეწყობისკენ არის მიმართული. ვიდეო–რგოლები ვიდეო–გაკვეთილებსაც მოიცავს, რომელიც გვაჩვენებს, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს იაფი, მარტივი და “დალოცვილი” ფეისბუქი კომპანიის ცნობადობის შექმნისთვის და წარმატების მიღწევისთვის.