საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტის (II კატეგორია) პოზიციაზე.

სარგო: 1,250 ლარი.
ადგილების რაოდენობა: 1.
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.

სამუშაოს აღწერა:

** პრესკონფერენციების, ბრიფინგების, კონფერენციების, თემატური სემინარების, შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზების უზრუნველყოფა;
** ურთიერთობა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აღნიშნულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
** პრეს-რელიზების, საინფორმაციო ბიულეტენის, დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ კვარტალური ანგარიშის, ოფიციალური წერილების და ა.შ. მომზადება;
** პროექტებისა და პრეზენტაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მოთხოვნები:

** საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი
** სამუშაო გამოცდილება: 2 წელი
** საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
** სასურველი სპეციალობა: საზოგადოებრივი ურთიერთობები
** სასურველი ასაკი: 21-დან 65-მდე.

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროში;
** საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;
** სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგების კურსი მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში.

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

** საქართველოს კონსტიტუცია;
** საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს საარჩევნო კოდექსი”;
** საქართველოს კანონი “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ”;
** საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”.

კომპიუტერული პროგრამების, ოპერაციული სისტემების ცოდნა:

პროგრამის დასახელება – პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება – ცოდნის დონე:

** Microsoft Office Excel – 1 წელი – ძალიან კარგი
** Microsoft Office Word – 1 წელი – ძალიან კარგი
** Microsoft Office PowerPoint – 1 წელი – ძალიან კარგი.

ენების ცოდნა: ქართული – წერითი უნარები – ძალიან კარგი; მეტყველება – ძალიან კარგი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.
საკონტაქტო ტელეფონები: 2 510051 (191)
საკონტაქტო პირი: ირმა შარვაძე

ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის რეგისტრაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://www.hr.gov.ge

შერჩევა განხორციელდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულებით, რომელიც მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

I – კანდიდატების შერჩევა წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე;
II – შერჩეული კანდიდატების მიერ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა;
III – გასაუბრება.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 6 აპრილი, 2012 წ.