რუსთავის ავტობაზრობა აცხადებს ვაკანსიას რუსთავის ავტობაზრობის მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

სრული სამუშაო დღე, კვირაში 5 დღე,
დასვენების დღეები: შაბათი, კვირა.

მოთხოვნები:

** ასაკი: 25-35
** სქესი: ნებისმიერი
** განათლება: სულ მცირე ბაკალავრის ხარისხი შესაბამისი სპეციალობით.

სამუშაოს აღწერა: გვესაჭიროება მარკეტინგის სპეციალისტი, რომელსაც აქვს შესაბამისი უნარ-ჩვევები და გამოცდილება PR მენეჯმენტსა და სარეკლამო საქმიანობაში (კანდიდატს უნდა შეეძლოს მაღალი ხარისხის სარეკლამო და PR მასალის მომზადება და უნდა გამოირჩეოდეს პრეზენტაციის მომზადებისა და ანალიზის შესაძლებლობით).

მოვალეობები: სამუშაო მოიცავს არსებულ კლიენტებთან ურთიერთობას, ახალი კონცეფციების შემუშავება და ინფორმაციის გაგზავნა (სიახლეები, სპეციალური შეთავაზებები) ბაზრის მონიტორინგი, პოტენციურ მომხმარებელთა მოძიება, საგაზეთო სტატიების, საინფორმაციო ბუკლეტების, სარეკლამო ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება, კომპანიის და მისი საქმიანობის ონლაინ პოპულარიზაცია.

მოთხოვნები: კრეატიულობა, მრავალფუნქციური სამუშაოს შედეგიანად და ხარისხიანად შესრულებული შესაძლებლობა, მოქნილი აზროვნება; ინტერნეტ საძიებო საშუალებების სრულყოფილი ცოდნა და გამოყენების უნარი, საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Power Point) სამუშაოსადმი კრეატიული მიდგომა, სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში.

ენები: რუსული (სრულყოფილად )
ქართული (სრულყოფილად )
ინგლისური (სრულყოფილად )

საკონტაქტო ინფორმაცია:
Tkachenko Ekaterina, +995 95 231592, +995 59 110351
ელ.ფოსტა: marketing@autobazroba.com

შენიშვნა: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV რუსულ ან ინგლისურ ენაზე.