ოდესღაც ჩვენ ყველანი მოვკვდებით, ალბათ ყველას გიფიქრიათ სიკვდილზე და იმაზე თუ რა იქნებოდა თქვენი ბოლო სიტყვები, ვის რას ეტყოდით რას დაუბარებდით და ა.შ

მაგრამ რადგან სიკვდილს არ უცდით ალბათ ეს სიტყვებიც არ დაგიწერიათ. Facebook-ის ახალი აპლიკაცია კი გაძლევთ შესაძლებლობას ვიდეოზე ჩაწეროთ საკუთარი ბოლო სიტყვები, რომელიც თქვენი გარდაცვალების შემდეგ თქვენი მეგობრების თანხმობით Facebook-ზე გავრცელდება.

მგონი კარგია არა? მაშ ასე ეს ყველაფერი შეგიძლიათ მარტივად გააკეთოთ…

1) აინსტალირებთ აპლიკაციას “If i die” თქვენი Facebook-ის პროფილზე

2) ქმნით ვიდეოს ან წერილს

3) ირჩევთ სამ სანდო მეგობარს, რომლებიც მომავალში დაადასტურებენ თქვენს გარდაცვალებას.

დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ, მაგრამ დატოვეთ ბოლო სიტყვა

ეს კი აპლიკაციის ვიდეო რეკლამა:

აკო ახალაია