ცნობილია, რომ კომუნიკაციის 93 პროცენტი   არავერბალურ კომუნიკაციაზე მოდის. მათ შორის არის ხმის ტონი, თვალის კონტაქტი, პოზა, ხელის ჟესტები, სახის გამომეტყველება (მიმიკა) და სხვები. კომუნიკაციის ამ ფორმას სხვანაირად „სხეულის ენასაც“ უწოდებენ.

სხეულის ენის „წილი“ განსაკუთრებით იგრძნობა ემოციურ სიტუაციებში.  სხეულის ენით ხდება გაცილებით მეტი  ინფორმაციის გადაცემა, ვიდრე  ჩვეულებრივ მეტყველებით,  სიტყვებით.

ვერბალური კომუნიკაციის, სიტყვების კონტროლი ძირითადად თავისუფლად შეუძლიათ ადამიანებს. არავერბალური კომუნიკაცია კი არ ექვემდებარება ცნობიერს და მათი ცვლილება ხდება ქვეცნობიერად. მნიშვნელოვანია, კომუნიკაციის ეს ორი სახეობა ერთმანეთს ემთხვეოდეს. ხშირია შემთხვევები, როცა გვეუბნებიან ერთს და ფიქრობენ მეორეს. თუმცა ქვეცნობიერი მაინც გასცემს მათ.

თვალები იძლევა ყველაზე მეტ კომუნიკაციას, ვიდრე სხეულის სხვა ნებისმიერი ნაწილი.

შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ყველაზე გავრცელებული ჟესტები?

თქვენ კარგად კითხულობთ სხეულის ენას? 

წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს…

ქეთი გალუმაშვილი