დისტრიბუციისა და ლოგისტიკის კომპანია “კანტი” აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

კომპანიის ცენტრალური ოფისი: თბილისი.
კომერციული საქმიანობის არეალი: საქართველო.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაო დღეები: ორშაბათი – პარასკევი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის განხრით;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერა, საუბარი, ხარისხიანი ანგარიშების მომზადების უნარი);
** Microsoft Excel-ის უმაღლეს დონეზე ცოდნა.

აუცილებელი სამუშაო გამოცდილება:

** მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** მარკეტინგის მენეჯერად/მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (მინიმუმ 1 მსხვილ ორგანიზაციაში);
** გამოცდილება გაყიდვების დაგეგმარებასა და კონტროლში;
** ERP პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** მედია-დაგეგმარებისა და მედია-რეპორტების შეფასების გამოცდილება.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** მარკეტინგის განყოფილების მენეჯმენტი;
** მერჩენდაიზინგის განყოფილების მენეჯმენტი. ცალკეული ბრენდებისა თუ პროდუქტების მიხედვით, ეფექტური მერჩენდაიზინგული წესებისა და განთავსების ფორმების შემუშავება;
** სარეკლამო ინვენტარის საწყობისა და ინვენტარის განკარგვის კონტროლი;
** ბაზრის პერმანენტული ანალიზი;
** საფასო და გასაღების პოლიტიკის შემუშავება;
** პრობლემატური პროდუქციის გაყიდვების მასტიმულირებელი პროგრამების შემუშავება, განხორციელება;
** Key Account-ებთან ურთიერთობა;
** მომწოდებელ კომპანიებთან ყოველთვიური ურთიერთობა; რეპორტების სისტემის დაგეგმარება, დანერგვა, განხორციელება;
** კომპანიის პორტფელში არსებული ბრენდების ადაპტირება ლოკალურ ბაზართან მიმართებაში და მისი მართვა;
** კონკურენტული ბრენდების მარკეტინგული აქტივობების მონიტორინგი, შეფასება;
** ცალკეული ბრენდების მიხედვით მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
** მარკეტინგული ბიუჯეტის წლიური და კვარტალური დაგეგმარება – ცალკეული ბრენდების მიხედვით;
** ცალკეულ ბრენდებთან მიმართებაში, განსაზღვრული საჭიროებების შესაბამისად ეფექტური ATL და BTL საკომუნიკაციო არხების შერჩევა, მედია-დაგეგმარება;
** სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა;
** მონაწილეობის მიღება გაყიდვების რაოდენობრივ და თანხობრივ ყოველთვიურ დაგეგმარებაში.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრატეგიული დაგეგმარების უნარ-ჩვევები;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს და დაინტერესებული ხართ წარმოდგენილი ვაკანსიით, თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: marketing@kanti.ge 2012 წლის 30 აპრილის ჩათვლით. წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.