ლონდონის მერმა ერთპიროვნულად აკრძალა ლონდონის ავტობუსებზე რამდენიმე კათოლიკური ორგანიზაციის ერთობლივი სარეკლამო კამპანიის პოსტერების განთავსება, რომელიც სლოგანით “Not gay! Ex-gay, post-gay and proud. Get over it!” უნდა წარმართულიყო.

მანამდე ბრიტანეთის სარეკლამო რეგულატორმა არ მიიღო ლგბტ ორგანიზაციების საჩივარი და სარეკლამო კამპანია კანონშეუსაბამოდ არ ჩათვალა.

ლონდონის მერის ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებით, რომელიც ამავდროულად ლონდონის საქალაქო ტრანსპორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა, ეს რეკლამა შეიცავს არატოლერანტულ განაცხადს სექსუალური უმცირესობების მიმართ და ორგანიზაცია Stonewall-ის მიერ ჩატარებული კამპანიის მიბაძვით იყო შექმნილი ( “Some people are Gay. Get over it!”).

მაშჲნ თავად ბორის ჯონსონი სტოუნვოლის კამპანიის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენდა.

კათოლიკური ორგანიზაციების თვალსაზრისით, კამპანიის სლოგანის შერჩევა იმ გარემოებებიდან იყო განპირობებული, რომ ჰომოსექსუალიზმის დაძლევა სულიერი თერაპიით არის შესაძლებელი და ჰომოსექსუალების “ნორმალურ” მდგომარეობაში დაბრუნება და ტრადიციულ ორიენტაციაზე გადასვლა შესაძლებელია.

გარე რეკლამის ომი გრძელდება…

წყარო: The Daily Mail