ბრიტანელმა მხატვრებმა Tim Noble–ის და Sue Webster–ის ერთობლივმა არტ პროექტმა  ხელოვნების  აღქმის თავისებური და განსხვავებული ხედვა შესთავაზა მაყურებელს.

პროექტი წარმოადგენს აბსტრაქტულ ნამუშევარს, რომელიც შეიქმნა საყოფაცხოვრებო ნაგვისაგან, ჯართის და ასევე ცხოველების ფიტულების გამოყენების მეშვეობით. შუქჩრდილის თამაშის შედეგად  უპროპორციო და აბსტრაქტული საგნები იღებენ საოცარ ფორმებს და კედელზე ჩნდება თავდაპირველი ობიექტისგან რადიკალურად განსხვავებული გამოსახულება.

ირმა შონია