საერთაშორისო ბრენდინგის სააგენტო Dragon Rouge-მ იმ ძირითადი მაკროეკონომიკური სოციალური ტენდენციების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელიც ინოვაციებს 2012 წლის პროდუქციასა და მომსახურებაში აყალიბებს.

მსოფლიოს  ისეთი ახალი ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნების გამოჩენა, როგორიცაა  ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი და ახალი “ეკონომიკური ოაზისები”,  მყიფე ეკოლოგიის ფონზე, გავრცელებულია “ვარსკვლავური” კულტურა და  შესაბამისად ვარსკვლავური კამპანიები, რომლებშიც ცნობილი ადამიანები აკეთებენ საკუთარ არჩევანს. ეს ტენდენცია იძლევა პასუხს კითხვაზე, ვინ როგორ და რისთვის ირჩევს ამა თუ იმ ბრენდს,  აცხადებს Dragon Rouge-ს პრეზიდენტი ერიკ ცაიტუნი.

Dragon Rouge მონიტორინგს უკეთებს მაკრო და არა მიკრო ეკონომიკურ ტენდენციებს, რადგანაც ისინი იძლევიან ზუსტ სურათს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებზე, რომლებიც განსაზღვრავენ მომხმარებლის გემოვნებასა და ქცევას.

“ინოვაციური ბრენდები, რომლებშიც გათვალისწინებულია მაკროეკონომიკური ტენდენცია, შესაძლებელს ხდის წინასწარ პროგნოზს კლიენტების განწყობაზე და დღეს ქმნის პროდუქტს, რომელიც აქტუალური იქნება ხვალ” – ხაზს უსვამს ცაიტუნი.

წარმოგიდგენთ მომავალი წლის, 7 ძირითად მაკროეკონომიკურ ტენდენციას:

ისტორიულობა:  ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ბევრი კომპანია დაიშალა, მაგრამ იმის გამო, რომ მომხმარებელი პატივს სცემს წარსულს,  მარკეტოლოგებმა ბრენდების შექმნისას უნდა გაითვალისწინონ ის ელემენტები, რომელიც ბრენდის ისტორიაშია ჩადებული და შექმნან კლასიკური იმიჯის კომპონენტი.

ლეგენდა:  ეკონომიკური კრიზისის ეპოქაში მომხამრებელი იწყებს, ლეგენდების შეყვარებას, რომლითაც ისინი ფსიქოლოგიურად გაურბიან რთულ რეალობას მითებში. ბრენდებმა ლეგენდებით შეიძლება გააძლიერონ აუდიტორიაზე თავიანთი გავლენა, ვიზუალური მხარითა და რომანტიკული სტილის გამოყენებით.

სიმარტივე: დამატებითი პრობლემების გამო, რომლითაც საზოგადოება ფინანსურ კრიზისამდე მივიდა, შეიმჩნევა მომხმარებელთა მხრიდან ტენდენცია, გაამარტივონ თავიანთი ცხოვრება. ეს ნიშნავს, რომ ისინი  ლაკონური შეფუთვითა და შესაბამისი რეკომენდაციებით მიწოდებულ პროდუქტს აირჩევენ.

წარმატება: ფუფუნების დემოკრატიზაციამ, მოიტანა ჩვეულებრივი ღირებულებების სამომხმარებლო ბაზარზე გატანის უაზრობა. ლუქს ბრენდების გაყიდვების ეფექტურობისთვის აქცენტი უნდა გაკეთდეს არა ჩვეულებრივ ღირებულებებზე, არამედ ბრენდის გამოკვეთილ მემკვიდრეობასა და ისტორიულობაზე.

დაბრუნება საფუძვლებში: არასტაბილურმა  ეკონომიკამ, ყველა აიძულა  უფრო ხშირად მიეპყროთ ყურადღება მარადიული ღირებულებებისათვის. ეკოლოგიური წარმონაქმნი შთააგონებს მომხმარებელს, იცხოვროს გარემო სამყაროსთან ჰარმონიაში. მათი სიმპათია მიმართულია ბრენდებისადმი, რომლებიც მათ ფსიქიკაში ორად იყოფა: სამყაროს გლობალური რეალობა და განწყობა მის მდგრად განვითარებაზე.

ვირტუალურობა: ციფრული ტექნოლოგია და სხვა ვირტუალური ინსტრუმენტების შექმნა, ხელს შეუწყობს ახალი კავშირების დამყარებას  და ინფორმაციის გაცვლას. იმის გამო, რომ ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, განვითარდებიან ის ბრენდები, რომლებიც ვირტუალურ რეალობას არა მხოლოდ  საკუთარი იმიჯისათვის გამოიყენებენ, არამედ მომხმარებელს მისი დახმარებით არაჩვეულებრივ შეგრძნებებს  შესთავაზებენ  რეალურ ცხოვრებაში და გათვლილი იქნება ყველანაირი გემოვნების ადამიანზე.

ტენდენციების არჩევანი, რომლის კვალდაკვალ ვითარდება ბრენდი, დამოკიდებულია იმაზე, რა უნდათ მარკეტოლოგებს თავიანთი პროდუქტისაგან შექმნან. “თქვენ უნდა გადაწყვიტოთ რა არის თქვენი ბრენდის მთავარი კოზირი და მერე შეიმუშაოთ შესაბამისი გეგმა”,  ამბობს წამყვანი კრეატიული მენეჯერი მარკუს ჰიუიტი.

მაკრო ეკონომიკის ტენდენციის სპეციალისტები, რომლებიც  Dragon Rouge -ის ოფისებში მსოფლოს მასშტაბით მუშაობენ, განსაზღვრავენ მიმდინარე მოვლენებს, იკვლევენ ცვლილებებს რესურსებში და შედარებით მკვეთრად გამოხატულ და ცვალებად სფეროებს, როგორიცაა: მოდა, კოსმეტოლოგია, გასართობი ბიზნეს ინდუსტრია და საერთოდ დიზაინი.