ფლორანს კოლგეითი რამდენიმე დღის წინს ბრიტანეთის საუკეთესო სახედ დაასახელეს. ის 8000 პრეტენდენტს შორის აირჩიეს და მისი სახის პროპორციები, მეცნიერების მიერ დასახელებულ იდეალურ პარამეტრებს სრულიად ემთხვევა.

18 წლის სტუდენტის პროპორციები თვალების, პირის, შუბლისა და ნიკაპის განლაგების მიხედვით იდეალურია – ასეთი დასკვნა გააკეთეს ბრიტანელებმა.

ფლორანსი კაფეში ოფიციანტად მუშაობს და გემრიელ ჩიპსებს ამზადებს, ის ბედნიერია, რომ უეცრად ასეთი პოპულარული გახდა.