კიბოს კვლევის ბრიტანულმა ორგანიზაციამ (Cancer Research UK) სიგარეტის შეფუთვის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო და საზოგადოებაზე მანიპულირება ვიდეო–კლიპში ბავშვების გამოყენებით სცადა, სადაც ნათლად ჩანს, რომ პატარებში თამბაქოსადმი ინტერესს მისი მიმზიდველი შეფუთვა იწვევს.

კამპანიის მიზანია, რომ შეწყდეს თამბაქოს შეფუთვის ბრენდირება და ყველა სიგარეტის კოლოფი უბრალო, არაფრითგამორჩეული დიზაინით გაფორმდეს.

ამით მართალია, მწეველები თამბაქოს მოხმარებას არ შეწყვეტენ, მაგრამ მილიონობით ბავშვს ექნება ნაკლები მიზეზი იმისთვის ამ მავნე ჩვევით დაავადდეს.