მსოფლიოს ბრენდებში ადგილებს მნიშვნელოვანი როლი რომ უჭირავთ, ამას ამ პოსტიდან შეიტყობთ. მანამდე კი მოგილოცავთ: ბორჯომი Redigo-ს მიერ შედგენილი პოპულარული ბრენდების სიაში მოხვდა🙂

 

მთა მატერჰორნი

ამ მთის სიმაღლე 4478 მ. გახლავთ და, შოკოლად Toblerone-ის წყალობით, შვეიცარიის ალპების ყველაზე ცნობილი მწვერვალია. ამ მიუდგომელ პირამიდაზე დაახლოებით 30-ჯერ დადგა ფეხი ადამიანმა, ისიც მხოლოდ ყველაზე გამოცდილმა ალპინისტებმა. მატერჰორნის ფორმამ არა მხოლოდ შოკოლადის ლოგოზე, არამედ მის ფორმაზეც იქონია გავლენა და იგი სამკუთხოვანია.

ნოიშვანშტაინის ციხესიმაგრე

გერმანიაში მდებარე ნოიშვანშაინის ციხესიმაგრე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ფოტოგრაფირებად სანახაობებს შორისაა. სწორედ იგი გახდა შთაგონება პატარებისათვის ყველაზე ცნობილი ლოგოს, უოლტ დისნეი ფიქჩერსის დიზაინისა.

კრემლის სპასსკაია კოშკი

საბჭოთა კავშირის ოლიმპიადის ლოგოს იდეა სტროგანოგოვის სასწავლებლის სტუდენტს, ვლადიმერ არსენტიევს ეკუთვნის. მისი ინტერპრეტაციით, კრემლის სპასსკაია კოშკი წარმოადგენს სარბენ ბილიკებს, რომელიც, რა თქმა უნდა, ბოლოვდება საბჭოური ვარსკვლავით. ერთი მხრივ, აქ ოლიმპიური მისწრაფება იგრძნობა, მეორე მხრივ კი ადგილი, სადაც იგი ჩატარდა.

სასტუმრო «Москва»

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსული არაყის ბრენდის «Столичная»-ს ეტიკეტს მოსკოვის ასევე ცნობილი სასტუმროს გამოსახულება ამშვენებს. გადმოცემის თანახმად, ამ შენობის პროექტი თვით სტაილთან შეუთანხმებიათო. ასევე საინტერესოა, რომ არაყი «Столичная» აშშ-ში 70-იანი წლებიდან იყიდება. ეტიკეტის დიზაინი მთელი ამ ხნის განმავლობაში პრაქტიკულად არ შეცვლილა, რაც შეეხება სასტუმროს, იგი დაანგრიეს და იმავე ადგილას ანალოგიური ააშენეს.

შამოის ველი

მინერალური წყლების ფრანგული ბრენდის “ევიანის” სახელი ქალაქ ევიან-ლე-ბენიდან მომდინარეობს. სწორედ აქ, შვეიცარიის ალპების სიახლოვეს ისხმება წყალი, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს. სწორედ ამ მთათა სისტემის ყველაზე ფოტოგენური ნაწილის სამი მწვერვალია გამოსახული “ევიანის” ლოგოზე, რომლებიც ამავე ქალაქიდან კარგად მოჩანს. შამოის ველის შუა მწვერვალი სახელოვანი მონბლანია, მის გვერდით კი ეგიუი-დიუ-მიდი, რომლის კალთაზეც მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბაგიროა გაჭიმული.

ლიკანის სასახლე

“ბორჯომის” დიზაინის მთავარი ელემენტები ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში მოიგონეს. მასზე ოვალში გამოსახულია მე-18 საუკუნეში ლიკანში აგებული რომანოვების სასახლის ერთ-ერთი ფრთა. ლიკანი ბორჯომის ხეობაში მდებარეობს. ეს ტერიტორია  განთქმულია თავისი მინერალური წყლებით. საბჭოთა პერიოდში აქ სტალინი ისვენებდა, ახლა იგი საქართველოს პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენს. აქვეა დაბა ბორჯომიც, სადაც მოიპოვებენ ყველაზე ცნობილ ქართულ მინერალურ წყალს.

კლდოვანი მთები

ამერიკული საკალათბურთო კლუბ “იუტა ჯაზის” ლოგოს სათავედ თავად იუტას შტატის დედაქალაქის, სოლტ-ლეიკ-სიტის მიდამო უდევს. ეს ადგილი გარშემორტყმულია უოსატჩისა და ოკუირის მთათა სისტემებით. სწორედ ეს ხედი გახდა, როგორც ამ ქალაქის სიამაყე, ისევე “იუტა ჯაზის” ლოგოც. ხოლო 2002 წელს სოლტ-ლეიკ-სიტიმ ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლა.

აბრიკოსოვთა საგვარეულო სასახლე

რუსული საკონდიტორ საწარმოს «Бабаевский»-ს ლოგოზე გამოსახულია ვეებერთელა ორსართულიანი სასახლე. იგი თავის დროზე კანფეტების მწარმოებელ აბრიკოსოვთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. სახლი 1905 წელს არქიტექტორმა შნაუბერტმა ააგო. იქ დასახლებულმა აბრიკოსოვებმა თავიანთი კომპანია კიდევ უფრო გააფართოვეს და რამდენიმე ასეული თანამშრომელი ჰყავდათ, წელიწადში კი, დაახლოებით, 4000 ტონა კარამელსა და შოკოლადს უშვებდნენ. მას შემდეგ კომპანიას რამდენჯერმე გამოეცვალა ხელმძღვანელობა, თუმცა სახელი და ადგილმდებარეობა იგივეა.

ხიდი მდინარე ტაინზე

ლუდი «Newcastle Brown Ale» საქვეყნოდ ცნობილი ბრენდია, რომლის ეტიკეტსაც ნიუკასლში, მდინარე ტაინზე გადებული ხიდი ამშვენებს. თავის დროზე, უფრო ზუსტად კი 1928 წელს, მის გახსნას თვით დიდი ბრიტანეთის მეფე გეორგ V-ც ესწრებოდა. ხიდის გამოსახულება “ჩახატულია” იმ ხუთქიმიან ვარსკვლავში, რომელიც ლუდის ეტიკეტად გვევლინება.

მთა არტესონრახუ

“პარამაუნტი” აშშ-ის ყველაზე ძველი კინოსტუდია და ერთადერთია, რომელსაც ადგილსამყოფელი არ შეუცვლია – კვლავ ჰოლივუდში მდებარეობს. შექმნიდან დღემდე, ლოგომ ბევრი ცვლილება განიცადა. იგი უილიამ ჰოტკინსონმა შექმნა, რომელმაც იგი “პარამაუნტის” მფლობელთან, ადოლფ ცუკორთან შეხვედრისას ქაღალდზე მოხაზა. თავად ლოგოზე კი ანდების მწვერვალი, მთა არტესონრახუა გამოსახული და პარამაუნტის ყოველი ფილმის დაწყებისას ჩნდება.

ლუდსახარში “პელზენსკი პრაზდნოი”

სწორედ პლეზენსკი პრაზდნოის ქარხანაა გამოსახული ლეგენდარული ბრენდის, “Pilsner Urquell”-ის ეტიკეტზე. სწორედ ამ ადგილას შეიმუშავეს ნათელი და მომწარო გემოს ლუდის ხარშვის ტექნოლოგია, რომელიც დღეს მსოფლიოში გავრცელებულია. ხოლო თავად ამ ტექნოლოგიით დამზადებულ ორიგინალ ლუდს Pilsner Urquell ჰქვია და საუკეთესოა მთელ ჩეხეთში. Pilsner Urquell-ის ლოგოსტიპის შესამუშავებლად ბევრი არ უფიქრიათ და ეტიკეტზე ლუდსახარშ “ელზენკსი პრაზდნოის” თვალშისაცემი, მასიური კარიბჭე გამოსახეს.

მთა არარატი

დაბოლოს, ადგილი, რომელიც შესისხლხორცებულია ჩვენი ჩამონათვალის მეთორმეტე ბრენდთან, რა თქმა უნდა, მთა არარატია. ამ 5000-მეტრიანი გიგანტების ველზე გაზრდილი ვაზისგან დამზადებული კონიაკი კი ცნობილი სომხური ბრენდია, რომელსაც ანალოგიური სახელი, “არარატი” ჰქვია. ბიბლიის მიხედვით კი არარატის მთა ნოეს კიდობნის დაბინავების ადგილია, საიდანაც სიცოცხლე დედამიწაზე კვლავ გაგრძელდა. ძველი აღთქმის მიხედვით, ნოემ პირველი ვაზი აქ მოიყვანა და ღვინოც დაწურა. არარატის მთა ერევნის ყველა წერტილიდან ჩანს და სომეხი ხალხის სიამაყედ ითვლება.

წყარო http://www.adme.ru