რესტორანი – P.S. Bu Bu, ასე ჰქვია რესტორანს, რომელიც ტაივანში გაიხსნა. რესტორნის ინტერიერი გამორჩეულია…

ავტომობილები, მისი აქსესუარები და სავარძლები… რესტორნის თითოეული დეტალი სხვადასხვა მარკის ავტომობილის ნაწილებითაა შექმნილი.

ადმინისტრაცია რესტორანში მისულ სტუმრებს მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს. აქ შესაძლებლობა გეძლევათ  მიირთვათ, როგორც დასავლური, ისე ნაციონალური კერძები.

თუმცა, რესტორანს ხალხი ავტომობილების გავლენით სტუმრობს. აქ “პარკირებულია” ავტომობილები – Mini Austin, Volkswagen Beetle, 1963 წლის Cadillac, 1955 წლის Chevrolet Bel Air…

ზოგიერთი მანქანა ნაწილებად არის დაჭრილი, როემლიც  სკამებად და ბარადა გადაკეთებული.

რესტორანი 1999 წელს აშენდა. ინტერიერის შექმნის იდეა ორ ენთუზიასტს ეკუთვნის, რომლებსაც მანქანები ძალიან უყვართ!

P.S. ეს ის ადგილია სადაც დამუხრუჭება აუცილებელია, თანაც ხანგრძლივი!