სატელევიზიო ერთფეროვნება, სარეკლამოც და გადაცემებისაც, ერთმა საინტერესო, ჭკვიანმა და საყვარელმა პერსონაჟმა – გიგლამ დაარღვია.

ბანკების საგაზაფხულო კოლექციებს და ფესტივალებს, სარეცხ ფხვნილებსა და კბილის პასტებს, გამჭრიახი გონებისა და ყველაფრის მცოდნე გიგლა ჩაენაცვლა.

როგორ განვითარდება მისი ცხოვრება, კიდევ რის შესახებ იცის გუგლზე მეტი გიგლამ – ეს კითხვები უკვე დაისვა და ინტერესიც გიგლას მიმართ დღითიდღე იზრდება.

მოლოდინი შექმნილია, ვირუსი გავრცელებული – ახლა საზოგადოება გიგლას მსგავსს პროდუქტს ელოდება.

მანამდე იხილეთ გიგლას შესახებ შექმნილი 10 კლიპი🙂.