თუკი დუბაიში ბინის ყიდვა გადაწყვიტეთ, მაშინ დიდი შანსია, რომ ავტოკონცერნ „ნისანის“ მეტად ჭკვიანური და კარგად გათვლილი გაყიდვების წამახალისებელი კამპანიის მონაწილე გახდეთ.

როგორც დაკვირვებამ აჩვენა, დუბაიში დასახლების მოსურნე ადამიანისთვის, ბინის ყიდვის გარდა რიგით მე-2 რთულად გადასაჭრელი ამოცანაა  ავტომობილის შერჩევა. აქედან გამომდინარე, კომპანია ნისანმა პარტნიორულ შეთანხმებას მიაღწია ადგილობრივ, ყველაზე რეიტინგულ უძრავი ქონების ინტერნეტ პორტალთან.

ბინის ყიდვით დაინტერესებული ადამიანის ფინანსური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხდება მისთვის პოტენციურად სასურველი ავტომობილის შეთავაზება და მისი მეშვეობით „ბინებზე სანადიროდ“ გასეირნება. ასე რომ, ბინის ყიდვის გარდა, მომხარებელს ეძლევა შესაძლებლობა Test Drive-ის მეშვეობით გამოსცადოს მისთვის სასურველი ავტომობილი.