კომპანია ბაიერმა გამოუშვა ერექციის დაქვეითების საწინააღმდეგო საშუალება, როლის რეკლამირება ტრადიციული მასობრივი საშუალებებით ევროპის ბევრ ქვეყანაში აკრძალულია.

სარეკლამო კამპანიის ამოცანა იყო სხვადასხვა მარკეტინგული ხერხების გამოყენებით პოტენციური აუდიტორიის ყურადღება მიეპყრო და გაყიდვები გაეზარდა.

კამპანია 60 წამიანი კლიპით დაიწყო, სათაურით “ლეგენდა”. სადაც ინტერვიუერები ლეგენდარული ადამიანის შესახებ ყვებიან, რომელსაც გარკვეული უცნაურობები ახასიათებდა.

კამპანიის მეორე ნაწილში ხდება მამაკაცთა საპირფარეშოში  ორმაგი პისუარის დამონტაჟება და ფარული კამერით მამაკაცების რეაქციის ჩაწერა.

მესამე ნაწილში აუდიტორიას შეუძლია უკვე გაეცნოს ლეგენდარულ პერსონაჟს, რომელიც ორმაგ პისუარს იყენებს.

კლიპის ფინალი შოკის მომგვრელია: კლიპის გმირი ორმაგ ელვას იკრავს შარვალზე🙂.